Saturday, October 10, 2009

ექსკურსია მთაწმინდის პარკში

1.პროექტის სახელი:

ექსკურსია მთაწმინდის პარკში(ვსწავლობთ ქცევის ეტიკეტს)

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:

ამ პროექტის მიზანია ვასწავლოთ ბავშვებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საზოგადოებრივ ადგილებში,
ტრანსპორტში.პარკში,კლასში,ვასწავლოთ ელემენტარული ქცევის ნორმები და, რაც მთავარია, ავუხსნათ რისთვის არსებობს ეს ნორმები,რა არის ქცევის ეტიკეტი.

3.პროექტის სრული აღწერა;

პროექტი არის სასწავლო/აღმზრდელობითი მიზნებისთვის გათვალისწინებული.ექსკურსიაზე წასვლამდე მოსწავლეებთან ტარდება კლასის საათი თემაზე:"როგორ უნდა ვიქცეოდეთ ტრანსპორტში,საზოგადოებრივ ადგილებში". მოსწავლეებთან საუბარში მონაწილეობს ფსიქოლოგი. დასვენების დღეს მივდივართ მთაწმინდაზე ექსკურსიაზე, ვერთობით და ვაწარმოებთ დაკვირვებას სხვა ბავშვებზე.ბავშვები აკეთებენ ჩანახატებს. შემდეგ კლასის საათზე მოსწავლეებს შეთავაზებული ექნებათ დავალება: ფურცლებზე დაუსრულებელი თეზისების წერა.შემდეგ ქართულის გაკვეთილზე მოსწავლეები წერენ თხზულებას:"ჩვენ ვსწავლობთ ქცევის ეტიკეტს"
შემდეგი ღონისძიებაა სურათებისა და ნაშრომების გამოფენა.ფოტო სურათებითა და ნაშრომებით აკეთებენ პრეზენტაციას ისტი-ს გამოყენებით.

4.მონაწილეთა ასაკი;

9-10 წლის ბავშვები,მე-5კლასი.

5.ვადები/ ხაგრძლივობა:
ერთი თვე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში;

აქტიური ლექცია,ფსიქოლოგთან საუბარი,ანკეტური გამოკითხვა,
ჯგუფური მუშაობა;დაუმთავრებელი თეზისი;ექსკურსია;პრეზენტაცია.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;

მოსწავლეები სწავლობენ ქცევს ნორმებს საზოგადოეგივ ადგილებში,აანალიზებენ თავიანთ და სხვის საქციელს,წერენ ამის შესახებ თემებს, ეცნობიან ანკეტური გამოკითხვის მეთოდს და თვითონ ავსებენ ანკეტებს,ამზადებენ და წარმოადგენენ საპრეზენტაციო მასალებს.

8.სარგებელი სხვებისთვის:
მოსწავლეები ისწვლიან თვითონ და ასწავლიან სხვას ქცევის ნორმებს.

9.სამუშაო ენა;

ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

არ არის

11.საგანთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ეროვნული სასწავლო გეგმის აღმზრდელობითი მუშაობის ნაწილი,
ქართული ენის სწავლება
საინფორმაციო საშუალებების გამოყენება.

12.პროექტის ფასილიტატორი:
თინათინ შენგელია

13.პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
tinatinshengeli@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
kiki-tinatin.blogspot.com
deselectBloggerImageGracefully();